სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაზიკასთან მისასვლელი გზის გაჭრა დაიწყო და ინტერნეტში ვიდეოპროექტი გამოქვეყნდა (ვიდეო)

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა-გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა განაცხადა, რომ უკვე დაწყებულია ლაზიკასთან მისასვლელი გზის გაჭრა. სამუშაოებს რეგიონული ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო აფინანსებს და სამუშაოების პირველი ეტაპის ღირებულება 900 მილიონი აშშ დოლარია.

ლაზიკას ტერიტორიაზე ასაგები პირველი შენობის - იუსტიციის სახლის ასაშენებლად საძირკვლის გაჭრა უკვე დაწყებულია და ამას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

28 მარტს კი ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ გამოქვეყნდა ლაზიკას ვიდეოპროექტი, რომელიც „სამი დ“ ფორმატშია გაკეთებული და უკვე რამდენიმე ათასმა მომხმარებელმა ნახა.

შეგახსენებთ, რომ ახალი ქართული მეგაპოლისის - ლაზიკას მშენებლობის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 4 დეკემბერს, ზუგდიდში გააკეთა. გეგმის მიხედვით, ლაზიკა საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი იქნება თბილისის შემდეგ. სააკაშვილის განცხადების მიხედვით, ლაზიკას მოსახლეობამ 10 წელიწადში ნახევარ მილიონს უნდა გადააჭარბოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100