სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეჟისორ ზაზა ურუშაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

რეჟისორ ზაზა ურუშაძეს დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ზაზა ურუშაძე 7 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზაზა ურუშაძე 1999-2000წწ. იყო სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.

ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100