კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ მსოფლიო ბანკის კვლევაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
„კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 77.4%-ი დაიმსახურა, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია.“- ასე აფასებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე მსოფლიო ბანკის მიერ მმართველობის ინდიკატორების ახალი კვლევის შედეგებს.
ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ევროპის საუკეთესო ოცეულში 19-ე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორიცაა მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი.
„ზოგადად მსგავსი კვლევები არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის,რადგა ამ კვლევებზე ეფუძნება შემდეგ თვითონ სახელმწიფოების ნდობა,ინვესტორების ნდობა მოცემული სახელმწიფოს მიმართ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვიქნებით ასეთ კვლევებში წარმოდგენილი. მითუმეტეს უფრო მნიშვნელოვანია,როდესაც ასეთ კვლევებში ვართ წარმოდგენილი წამყვან პოზიციაზე ,რაც საკმაოდ სასიხარულოა . ჩვენ წარმოვადგენთ რეგიონში მოწინავე ქვეყანას და პრაქტიკულად ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ამ ნაწილში ვუსწრებთ. ვერავინ ვერ იტყვის იმას რომ მსოფლიო ბანკის კვლევა შეიძლება იყოს მიკერძოებული, იქიდან გამომდინარე,რომ ჩვენზე გაცილებით ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი სახელმწიფოები არიან ამ კვლევაში წარმოდგენილი და შეუძლებელია ხელოვნურად მომხდარიყო ამ პოზიციის განსაზღვრა. ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია ისი, რომ 100 %-იანი შკალიდან ჩვენმა ქვეყანამ 77 %- მიიღო,პრაქტიკულად საქართველოს არც ერთ წელს არ ჰქონია მსგავსი მაჩვენებელი. „ -აცხადებს ოთარ ანგურიძე.
გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფო.
კომენტარი