ყოფილი პოლიციელების საქმე და ბრალმდებელი პროკურატურა, რომელმაც სასამართლოში სარჩელი წელიწადნახევრის შემდეგ შეიტანა
დღეს საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლების, ნიკა ალიხანაშვილისა და არჩილ დავითულიანის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
საქმე ეხება 2015 წლის იანვარში მომხდარ ამბავს, რომლის დროსაც პატრულის თანამშრომლებმა ავტომობილი გადამოწმების მიზნით გააჩერეს, რის შემდეგაც მგზავრები, რომელთანაც ერთ-ერთი ადვოკატია, მათ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
ყოფილი პოლიციელები ამბობენ, რომ დაპირისპირების შემდეგ ისინი დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომანქანაში მყოფი პირების სისხლის სამართლის დანაშაულისთვის კი სხვა ეკიპაჟმა დააკავა. სწორედ ამიტომ ყოფილი პატრულები მათთვის წაყენებულ ბრალს, რომელიც უკანონო დაკავებასა და მტკიცებულებების ფალსიფიცირებას გულისხმობს, არ ეთანხმებიან.
ბრალდებულების ინფორმაციით, დაკავებულები იმ ღამესვე გაათავისუფლეს, ისინი კი საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებმა კაბინეტში დაიბარეს და პატაკის დაწერა მოსთხოვეს. სწორედ, პოლიციის მაღალჩინოსნებთან საუბრის ფარულად ჩაწერას და გასაჯაროებას უკავშირებენ ნიკა ალიხანაშვილი და არჩილ დავითულიანი ერთი წლის შემდეგ წაყენებულ ბრალს.
დრონი.ჯი ნიკა ალიხანაშვილის ადვოკატს დაუკავშირდა. აი რას ამბობს ადვოკატი ონისე მარგიანი ჩვენთან საუბრისას:
ონისე მარგიანი: დღეს ეყრება საფუძველი იმ განაჩენს რომელიც უნდა დადგეს მომავალში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რა პოზიცია უჭირავს ბრალდების მხარეს და რა პოზიციას გაიტანს ბოლომდე დღეს წარმოადგენს ამ ყველაფერს..
პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულები წარმაოდგენს პირთა ბრალეულობას, ამბობს, რომ ორი ორიანის ნამრავლი შეიძლება იყოს 4-ზე მეტი ან ნაკლები, რაც არის აბსურდი. ანუ რატომ გააქვს უკაცრავად და თავხედური პოზიცია სასამართლოში ბრალდების მხარეს, თუ დარწმუნებული არ არის რომ, მიუხედავად ნებისმიერი პოზიციისა და მტკიცებულებისა საქმეს მოიგებს?
მე ვამბობ რომ გახმაურებულ საქმეს პროკურატურა სასამართლოში წასაგებად არ შეიტანს, პლიუს ისიც რომ წელიწად ნახევარი ამ საქმეზე ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ჩემი ეჭვი არის დასაბუთებული და ლოგიკური. რას ელოდება პროკურატურა სასამართლოდან, როცა მტკიცებულებები მის საწინააღმდეგოდაა და მაინც დაობს? თუ ბრალდებულის მხარემ მოწმეები წარმოადგინა, მაშინ უკვე უფრო მეტი მეცოდინება და უფრო ვრცელ პოზიციას წარმოვადგენ.
აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში ბრალდება წელიწად-ნახევრის შემდეგ, 2016 წლის აპრილში შეიტანა.
კომენტარი