სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამთა გოდუაძემ არ იცოდა გიორგი გაბუნია ვისი შვილი იყო

X Factor-ის ჟიურის წევრების კადრს მიღმა საუბარი შოუში მოხვდა. შესაბამისად მაყურებელმა შეიტყო, რომ თამთა გოდუაძემ არ იცოდა, რომ გიორგი გაბუნია ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილია. „წამყვანის შვილიაო, შენზე თქვეს და მართლა წამყვანია შენი მშობელი? კი, დედაჩემი,“ - მეტად არ დაუკონკრეტა გიორგიმ. შოუში კი ამ დიალოგს ჯულიეტას ფოტო მიაბეს. „მაგთიკლუბშიშოუს მსვლელობისას ჟიურის წევრებს მივადექით.

გიორგი გაბუნია: არ იცოდა ვისი შვილი ვიყავი. ახლა რომ დაინახა ჯულიეტა, მართლა ჯულიეტას შვილი ხარო, მკითხა.

თამთა გოდუაძე: ეგ დიალოგი ეთერის გარეთ მეგონა. მართლა არ ვიცოდი, ვისი შვილია, არ მითხრა საზიზღარმა გიორგიმ.

- შეგრცხვა?

- ცოტათი შემრცხვა, მაგრამ მეპატიება, არც მითხრეს, ეტყობა ყველას გონია, რომ ვიცოდი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100