სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლაფანყურის მოვლენების დროს მინისტრი ახალაია იყო, ამიტომ მერაბიშვილი...“

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ლაფანყურის მოვლენების ვანო მერაბიშვილის სცენარით განვითარებას არალოგიკურს უწოდებს.
როგორც ლორთქიფანიძემ დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებაზე საპასუხოდ განმარტა, მერაბიშვილი მისი ხელით ვერ იმოქმედებდა, რადგან ლაფანყურის მოვლენების დროს მინისტრი ბაჩო ახალაია იყო, რომელსაც მისივე დანიშნული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები ჰყავდა.
"როგორ გავაკეთებდი მე ან ვის რაში სჭირდებოდა ამის გაკეთება, ვიღაც ხომ უნდა დაფიქრდეს. ეს ფაქიზი თემაა და ტყუილების ლაპარაკი არ არის მიზანშეწონილი", - განაცხადა გია ლორთქიფანიძემ, რომელიც ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით გუშინ გავრცელდა. როგორც ახალაია წერს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცი - ვანო მერაბიშვილია.
ამასთან, ახალაიას თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100