ხიდი არსაით
ნორვეგიის „ატლანტის გზა“ 1989 წელს გაიხსნა. ის 8 ხიდისა და საერთო ჯამში 8 კმ სიგრძის დაკლაკნილი გზისგან შედგება, რომელიც რამდენიმე კუნძულს ერთმანეთთან აერთებს.
ერთ-ერთი ხიდი, რომელიც ამერიკული მთების ატრაქციონის დეტალს მოგაგონებთ, ასე იწოდება: „ხიდი არსაით“. მძღოლს, რომელიც ამ ადგილას მანქანით პირველად გაივლის და გზას გასცქერის, სწორედ ასე მოეჩვენება - ხიდი ისეა აგებული, რომ მძღოლის სავარძლიდან, თუ არ გააჩერებს და მანქანიდან არ გადმოვა, ხიდისა და გზის გაგრძელების დანახვა შეუძლებელია. მთელი არქიტექტორული ხიბლი ის გახლავთ, რომ განსაზღვრული წერტილებიდან მძღოლი ხედავს, რომ თითქოს გზატკეცილის დაგება დასრულებული არ არის, ხოლო ავტომანქანები, რომლებიც „ხიდს არსაით“ გადაივლიან, თითქოსდა უფსკრულში სცვივა.
სინამდვილეში კი, რა თქმა უნდა, ასე არ არის: ეს ხიდი ერთ კუნძულს მეორესთან აერთებს...
კომენტარი