
“მგონი ინდოეთში სექს-მუშაკების 99% მიცნობდა” - ნახეთ, რას ყვება პროფესორი გიორგი ფხაკაძე
პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ გადაცემაში „ნოესთან“ ინდოეთში გატარებული წლები გაიხსენა, სადაც ფხაკაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სექს-მუშაკებს უფასოდ იკვლევდა და მკურნალობდა. „ინდოეთის ყველაზე ძლიერ საავადმყოფოში, „აპოლო ჰოსპიტალში“ ვმუშაობდი. მე მგონი ყველა ასაკისა და გენდერის სექს-მუშაკების 99% მიცნობდა, იმიტომ რომ ყველა მყავდა გასინჯული, როგორც ექიმს. არა მარტო მათ, ვიცნობდი მათ პარტნიორებს - მუდმივებსა და არამუდმივებს“, - იხსენებს ფხაკაძე.
კომენტარი