სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომისიის წევრების 50% შევცალეთ, ვიცით გაყალბების კონკრეტული მექანიზმები - როგორ აპირებს ოპოზიცია არჩევნებზე ხმების დაცვას

"მთავარი არხის" კითხვის პასუხად, როგორ აპირებს ოპოზიცია 2 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების დაცვას ოპოზიური პარტიების ლიდერებმა სხვადასხვა მექანიზმები დაასახელს.

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ხმებს დაიცავს არასამთავრობოების პარალელური დათვლა, თითქმის ყველა უბანზე ოპოზიციის კომისიის წევრები, წარმომადგენლები, დამკვირვებლები, რომლებიც მონიტორინგს აწარმოებენ, მისივე თქმით, რიგ ოლქებში იქნებიან მობილური ჯგუფები.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ასეთი კოორდინაცია მანამდე არ არსებობდა.

განსხვავებით შარშანდელი წლისგან, კარგია, რომ ბევრ პოლიტიკურ პარტიას უბანზე ჰყავს ბევრი კომისიის წევრი, ჩვენ, ენმ-მ გავაკეთეთ ანალიზი და შარშანდელი არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად 50% კომისიის წევრებისა შევცვალეთ. დამკვირვებლები, წარმომადგენლები, ახალი ადამიანებით არიან დაკომპლექტებული, არც ისაა დასამალი, რომ ყველა უბანზე პრაქტიკულად იდგებიან ყველაზე სანდო ადამიანები ჩვენი მაჟორიტარებისა, ოჯახის წევრები იდგებიან, ასე აკეთებს ყველა პოლიტიკური პარტია", - თქვა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, დღის პირველ ნახევარში ამომრჩევლის მაღალი აქტივობა უბნებზე ხელისუფლებას აიძულებს გაყალბებაზე ხელი აიღოს.

"დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ იციან კონკრეტული გაყალბების მექანიზმები, მაგალითად როგორ აკონტროლონ "კარუსელი", რეგისტრატორი, მარკირების სისტემა. მისი თქმით, პროცესს დააკვირდება "სამოქალაქო ცესკო-ც" ანუ აქტივისტები, რომლების ხმების დაცვაზე იზრუნებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100