Renault Megan RS 250 Monaco Grand Prix Edition
ავტომობილი ვიზუალურად რადიკალურ ცვლილებებს არ მიიღებს. განსაკუთრებული განმასხვავებელი ახალი სერიისთვის თეთრი საღებავი იქნება. განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე შესთავაზებს ინტერიერსაც კომპანია თაყვანისმცემლებს. იგი სპორტულ სავარძლებს მიიღებს და ავტომობილის ლოგო გამოისახება ამ სავარძლებზე.
ახალი მოდელი კარგად ცნობილი, ორლიტრიანი, ოთხცილინდრიანი, 250 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღიჭურვება. სულ 50 ექზემპლარი აეწყობა. Megan RS 250 Monaco GP Edition–ის ღირებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში 48 990 ამერიკული დოლარი იქნება, რაც 7 000 დოლარით მეტია ამ სერიის „ჩვეულებრივ“ მოდელებზე.
კომენტარი