სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბატონო მინისტრო, რომ გამოკეტილხარ მაგ ხალხის ფულით მორთულ კაბინეტში და მარიხუანას პლანტაციების ბიზნესს ულაგებ უფროსს, ეგ გადააგორებს ეპიდემიას? ხალხი იხოცება..."

ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს:

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ბატონო მინისტრო, ან თეთრი ხალათი შემოიცვი და კლინიკები შემოიარე, საკუთარი თვალით ნახე საავადმყოფოები რომ გრიპით დაავადებულ პაციენტებს ვეღარ იტევს.

ან გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრე პირადად.

შეწუხდი, ამოძრავდი, პაციენტები დაამშვიდე, პანიკა ჩააქრე, ეგ "ტამიფლუ" მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს მაინც სთხოვე.

ცხელი ხაზი აამოქმედე.

შენ თუ არ შეგიძლია, ვიღაც კომპეტენტურს დღეში რამდენჯერმე ბრიფინგი ჩაატარებინე, საინფორმაციო ხასიათის აქტივობები განახორციელე...

იხმაურე, რაღაც გააკეთე.

რომ გამოკეტილხარ მაგ ხალხის ფულით მორთულ კაბინეტში და მარიხუანას პლანტაციების ბიზნესს ულაგებ უფროსს, ეგ და რამდენიმე სატელევიზიო ჩართვა გადააგორებს ეპიდემიას?

ხალხი იხოცება. “. - წერს გიორგი კაპანაძე.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100