ტეხასის შტატში ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში სროლას 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა
ტეხასის შტატში მდებარე ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში სროლას 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შსახებ ამერიკული მედია ავრცელებს. ტეხასის შტატის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლაში ცეცხლი 18 წლის სალვადორ რომასმა გახსნა, რომელიც ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 13 მოსწავლე. მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ.
კომენტარი