სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე სწრაფად სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულება, ამყარებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არსებითი ინტერესი ამ დავის გადაწყვეტის საქმეში - წოწორია

ასე სწრაფად გადაწყვეტილების აღსრულება, ბუნებრივია, სვამს კითხვებს და გაამყარებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არსებითი ინტერესი ამ დავის გადაწყვეტის საქმეში - ეს განცხადება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნონა წოწორიამ გააკეთა. წოწორიას თქმით, გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში თუ მოდავე მხარე არ წავიდოდა დიდ პალატაში, რისთვისაც მას დრო 19 ოქტომბრამდე ჰქონდა. „ცოტა მეტი განმარტება უნდა ყოფილიყო, მინიმუმ, ცოტა უფრო მეტი დაფიქრება მართებდა, ვინაიდან, საკითხი ეხებოდა ძალიან ფუნდამენტურ საკითხს, როგორიც იყო ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური არხის არსებობის საკითხს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და დემოკრატიისთვისაც უკეთესი იქნებოდა თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდებოდა ასე მყისიერად. თავისთავად, გადაწყვეტილების ასეთი სისწრაფით აღსრულება, ნამდვილად ამ სიტუაციაში არ გამოიყურება სათანადოდ, ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებს, რომლებსაც ეჭვი ჰქონდათ, რომ მთელი ეს პროცესი ემსახურებოდა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, იმ ადამიანებს ეჭვი გაუმყარდათ, ვინაიდან ასე სწრაფად გადაწყვეტილების აღსრულება, ბუნებრივია, სვამს კითხვებს და გაამყარებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არსებითი ინტერესი ამ დავის გადაწყვეტის საქმეში. "ასე, რომ თუნდაც მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არ ღირდა და არ იყო სასურველი ამ გადაწყვეტილების ასე სწრაფად აღსრულება. თუმცა, სამართლებრივადაც, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს მართლაც ცალსახა პასუხები ამ ყველაფერზე, სასურველი იქნებოდა, რომ უფრო მყარი პოზიცია ჰქონოდა ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში,“ - განაცხადა ნონა წოწორიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100