სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტოფაქტი: ვლადიმირ პუტინის მამა ვერმახტში მსახურობდა

პოლონურმა ჟურნალმა „ანგორამ“ ჯერ კიდევ 2003 წელს გამოაქვეყნა სენსაციური მასალა, რომლის თანახმადაც, ვლადიმირ პუტინის მამა, ვლადიმირ სპირიდონის ძე პუტინი 1944 წელს ფაშისტების მხარეს წარმოადგენდა და ვარშავის აჯანყების ჩახშბაში მონაწილეობდა. პოლონური ჟურნალი ამ სენსაციურ მასალას ისევ უბრუნდება და ჰიპოთეზას უკვე ფოტომტკიცებულებასაც ურთავს.

ჟურნალმა მასალა რუბრიკაში „ისტორიის საიდუმლოებანი“ გამოაქვეყნა. ჟოზეფ ზანიავსკის ავტორობით დაწერილი მასალა რეალურ ფაქტებსა და დოკუმენტებს ეფუძნება. სტატია მაშინ დაიბეჭდა, როცა ვლადიმირ პუტინი ქვეყნის პირველი პირი იყო და მისი სათაური ასეთი იყო: „რუსეთის პრეზიდენტის მამა ვარშავის ამბოხების ჩახშობაში მონაწილეობდა?“.

სტატიის მიხედვით, ისტორია ასე გამოიყურება:

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ვიქტორ სუვოროვი (ნამდვილი სახელი ბოგდან რეზუნი), საბჭოთა სამხედრო დაზვერვის ГРУ-ს რეზიდენტი იყო შვეიცარიაში. 1978 წელს იგი ბრიტანული დაზვერვის მხარეს გადავიდა, რისთვისაც სსრკ–ში დაუსწრებლად მიესაჯა სიკვდილით დასჯა (განაჩენი არც სსრკ–ს დაშლის შემდეგ შეცვლილა). სუვოროვი „აკვარიუმის“ და სხვა ცნობილი ბეტსელერების ავტორია.

2002 წლის თებერვალში სუვოროვი მასალებს აგროვებდა მარშალ გიორგი ჟუკოვზე დასაწერი წიგნისთვის და მე–8 ბრიტანული არმიის საიდუმლო მასალებში, რომლებიც ლონდონშია დაცული, ძალიან საინტერესო ფოტო და მინაწერი აღმოაჩინა. ფოტოზე გამოსახულია ექვსი ოფიცერი. მათგან სამი კაზაკთა მუნდირშია გამოწყობილი, ორი ფაშისტურში, ერთი კი РОА–ს (რუსეთის განმათავისუფლებელი არმია, რომელიც 1942–45 წლებში მოქმედებდა და ვერმახტის შემადგენლობაში შედიოდა. არმიის რაოდენობა დაახლოებით 124 ათას კაცს შეადგენდა. არმიის ერთ–ერთი ცნობილი მეთაური ანდრეი ვლასოვი იყო) მუნდირში.

სუვოროვი განმარტავს, რომ კაზაკების ფორმაში გამოწყობილი ოფიცრები რუსები არიან, რომლებიც გენერალ ვლასოვის კაზაკურ დაჯგუფებაში, ფაშისტების მხარეს მსახურობდნენ. ფოტოზე მითითებულია, რომ გადაღებულია 1944 წელს, ანუ ზუსტად იმ დროს, როცა ფაშისტებმა ვარშავის აჯანყება ჩაახშვეს.

ფოტოზე მინაწერიდან ასევე ირკვევა, რომ მარცხნიდან პირველი პორუჩიკი ვლადიმირ პუტინია, ორი დანარჩენი კი, რომლებსაც კაზაკური ქუდები ახურავთ, მაიორი ფროლოვი და პორუჩიკი მიხალჩევსკი.

რუსეთის ამჟამინდელი პრემიერის მამა – ვლადიმირ სპირდონის ძე პუტინი იყო НКВД- ს შინაგანი ჯარის ოფიცერი იყო 1941 წლამდე. ომის დასაწყისში ვიტებსკთან ტყვედ ჩაბარდა ნაცისტებს, ხოლო გენერალ ვლასოვის მიერ კოლაბორაციული არმიის შექმნის შემდეგ მასში მოხალისედ გაწევრიანდა. ვლასოვის ფორმირებებთან ერთად იგი პოლონეთის მოსახლეობის სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეობდა. 1945 წელს პუტინი ინგლისელებს ჩაუვარდა ტყვედ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ინგლისში, ლონდონის საიდუმლო არქივებში ინახება და სწორედ იქ აღმოაჩინა სუვოროვმა.

1945 წელს, ვლადიმირ სპირიდონის ძე პუტინი, სხვა ვლასოველებთან ერთად, დიდმა ბრიტანეთმა სსრ კავშირს გადასცა. მისი შვილი, სეხნია და რუსეთის ამჟამინდელი მმართველი, მამის კვალს გაჰყვა. რასაკვირველია, მამის ბიოგრაფიის ამ შავ ლაქას პუტინი და მისი გარემოცვა გულმოდგინედ მალავს და უარყოფს, რომ პრემიერის მამა ფაშისტების მხარეს მებრძოლი რუსი „დამსჯელი“ იყო. შვილი–პუტინი მამაზე არანაკლებ მიზანმიმართული აღმოჩნდა: 18 წლიდან იგი „კგბ“–ში მსახურობდა, სადაც, წლების შემდეგ, ერთ–ერთი მაღალი, პოლკოვნიკის წოდება მიიღო.

პოლონური ჟურნალი წერს, რომ პუტინი რუსეთში სწორედ პრონაცისტურ პოლიტიკას ატარებს, მოლოტოვ – რიბენტროპის 1939 წლის შეთანხმების სულისკვეთების გათვალისწინებით.

„ანგორა“ 2002 წელს, პუტინის პოლონეთში ვიზიტის დროს მომხდარ დიპლომატიურ სკანდალსაც იხსენებს: მაშინ პუტინმა უარი თქვა სეიმის წარმომადგენლებთან ერთად პოლონეთის წინააღმდეგობის მსხვერპლთა მემორიალის ყვავილებით შემკობაზე. მხოლოდ პრესაში ატეხილი სკანდალის შემდეგ, ვიზიტის ბოლოს, პუტინმა პერსონალურად, ოფიციალური ცერემონიალის გარეშე მიიტანა ყვავილები.

„ანგორას“ რედაქცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სტატია საიდუმლო, მაგრამ რეალურ დოკუმენტებზეა დაყრდნობილი, ფოტო კი დაბეჭდილია ისე, როგორც ის გამოიყურება: ყოველგვარი მონტაჟისა და დამუშავების გარეშე.

წყარო: "პრესა.ჯი", 24 აპრილი, 2011.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100