სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახმეტის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა.

ახმეტის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა. მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ახმეტაში ვითარდება ინფრასტრუქტურა, როგორც საგზაო, ასევე შემდგომში ლოჯისტიკური თვალსაზრისით და ამ ყველაფერს ტურიზმის განვითარება მოჰყვება. „ასევე, მინდა აუცილებლად აღვნიშნო და კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, ძალიან დიდი დანაშაული წინა ხელისუფლების, რაც ახმეტელების მისამართით ჩაიდინა. მოგეხსენებათ, ხე-ტყის მრეწველობა ახმეტისთვის ყოველთვის ტრადიციული დარგი იყო და უამრავი ადამიანი იყო ამ მიმართულებით დასაქმებული. როდესაც გაყიდეს გრძელვადიანი ლიცენზია და ფაქტობრივად, ეს რესურსი აღარ გახდა ხელმისაწვდომი ახმეტელებისთვის, პირიქით, მას შემდეგ უბედურების მომტანიც კი არის ზოგიერთი ოჯახისთვის. ამ საკითხზე სწორედ, პრემიერთან შეთანხმებით, ჩვენ ვმუშაობთ. დღეს რა ხდება რეალობაში, ეს რესურსი იჭრება, მორის სახით გადის დასავლეთ საქართველოში, იქ იხერხება და იყიდება უცხოეთში, იმის მაგივრად, რომ აქ ადგილზე ამუშავებულიყო წარმოება, აქ ადგილზე დასაქმებულიყო ხალხი, თან უამრავი ამ მიმართულების სპეციალისტი ცხოვრობს ახმეტაში, მათ ეს სიკეთე არ ადგებათ. ამიტომ, ჩვენ უახლოეს მომავალში, სწორედ ზეგ გვექნება შეხვედრა ამ საკითხზე გარემოს დაცვის სამინისტროში და გვინდა, რომ წარმოგიდგინოთ უკვე ახალი ხედვა, თუ როგორ შეიძლება სწორედ ჩვენი ხელისუფლების, სახელმწიფოს ჩარევით, ეს რესურსი გახდეს ხელმისაწვდომი და ახმეტას კვლავ დაუბრუნდეს ის ფუნქცია, რომ ადგილზე შეიქმნას დამატებული ღირებულება და გახდეს სიკეთე ჩვენი მოსახლეობისთვის. გეგმები მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს“,-განაცხადა გელა სამხარაულმა. მაჟორიტარობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ თითოეულ ადამიანს გათვითცნობიერებული აქვს „ქართული ოცნების“ ხედვა და 8 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებენ. „მე მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ თქვენ გააკეთებთ რეალურ არჩევანს და მხარს დაუჭერთ „ქართულ ოცნებას“,-აღნიშნა გელა სამხარაულმა. (რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100