სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 ნიშანი, რაც შენს პროვინციალიზმზე მეტყველებს

ხშირად გოგონები სხვადასხვა პროვინციიდან ჩამოდიან ქალაქში იმისთვის, რომ აიწყონ კარიერა, მიაღწიონ წარმატებას, ცდილობენ თავი დაიჭირონ ისე, თითქოს ადგილობრივები არიან, თუმცა მათ სადღაც მაინც ჰკითხავს ვიღაც, თუ რომელი სოფლიდან არის და სად ცხოვრობდა. წარმოგიდგენთ 12 მანერულ ნიშნანს, რომელიც თქვენს პროვინციულ წარმოშობას უსვამს ხაზს:

1. დღის ყველა მონაკვეთში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული

პროვინციელი გოგონები თავის დამკვიდრებას პირველ რიგში ვიზუალის საშუალებით ცდილობენ, სურთ საკუთარ თავს დახვეწილობა და მეტი სიმაღლე შემატონ, რადგან მაღალი გოგონების მიმართ ყველა სფეროში უფრო დიდი ინტერესია. სწორედ ამიტომ, ისინი დღის ყველა მონაკვეთსა და ყველა სიტუაციაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოძრაობენ, მაშინაც კი, თუ ასეთი ფეხსაცმელი იმ გარემოსთვის შეუფერებელია.

2. საკუთარი სექსუალურობისთვის გადაჭარბებული ხაზგასმა


სექსუალური იმიჯისთვის ყველა დეტალის გამომწვევ მაქსიმუმამდე აყვანა საჭირო არაა. მაგალითად, თუ ღრმა დეკოლტე გაცვიათ, ძალიან მოკლე კაბა საჭირო აღარაა, ან პირიქით, ძალიან მოკლე კაბას ასეთი ღრმა დეკოლტე ვულგარულობაში გადაჰყავს. იგივეს თქმა შეიძლება მაკიაჟზეც - თუ მუქი წითელი ტუჩსაცხი გისვიათ, თვალებს მკვეთრი ჩრდილებით ნუ გადაიტვირთავთ და პირიქით.

3. მოდის ყველა ბრენდული სამოსისა და აქსესუარების ერთმანეთში აღრევა

დახვეწილ ქალს უყვარს ერთი ან მაქსიმუმ სამი ბრენდის ამოჩემება და მხოლოდ მათი ტენდენციების მიმდევარია. პროვინციელ გოგონას კი ყველა ბრენდის სამოსი და აქსესუარი მოეპოვება გარდერობში და უფრო მეტიც, მაგალითად, აცვია სხვადასხვა ბრენდის სამოსი ერთდროულად.

4. ნაადრევი მისწრაფებები

პატარა ასაკის პროვინციელი გოგონები იმ პროცედურებს იკეთებენ, რაც 35 ან 40 წლის ზემოთ უნდა გაიკეთოს ქალმა.

5. თავისუფალი დროის ტარება

თანამედროვე გოგონები თავისუფალ დროს კლუბებსა და ბარებში ატარებენ, სადაც მეგობრებთან ერთად სელფებს აუცილებლად გადაიღებენ და შემდეგ ინსტაგრამზე ატვირთავენ. აუცილებელია შესაბამისი ჩაცმულობა - არც თავისუფალი და არც ზედმეტად კლასიკური, იმისათვის, რომ მოსახერხებლად შეძლოთ ცეკვა.

6. სამსახური

თუ გინდათ წარმატებას ძალიან მარტივი გზებით მიაღწიოთ, ისეთ სამსახურში უნდა დაიწყოთ მუშაობა, როგორიცაა ტელევიზია, მოდური ჟურნალი, ცნობილი კლუბი - აქ ყველაზე მდიდარი მამაკაცის გაცნობა შეგიძლიათ მარტივად

7. დამატებითი გაკვეთილები

აუცილებელია პედაგოგთან სიარული, არა იმიტომ, რომ კუთხური დიალექტი მოგაშოროთ, არამედ იმიტომ, რომ დახვეწილად ლაპარაკი და ქცევა შეძლოთ.

8. მამაკაცებთან ურთიერთობა

პროვინციელი გოგონა მამაკაცების მიმართ მონადირე ხდება. განსაკუთრებით ეს ცოლიან მამაკაცებს ეხება, გოგო დარწმუნებულია, რომ დაოჯახებულთან უფრო მეტი გამოუვა, მის ხარჯზე იცხოვრებს, თან „გამოცდილია“ და თუ სამსახურიც იდეალური აქვს, მაგალითად რაიმე უმნიშვნელო განყოფილების უფროსია, პროვინციელს ჰგონია, რომ ის ყოვლისშემძლეა. ამ მამაკაცის მიმართ უფრო უღმავდება „გრძნობები“ და ყველა ხერხით ცდილობს ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს.

9. მორალური ნორმების უქონლობა

ხშირად პროვინციელ გოგონებს ქალაქური თავისუფლება მორალური ნორმების დარღვევა ჰგონიათ, თავისუფლება გადამეტებული სითამამის გამოხატვაში ეშლებათ და ამიტომ ისინი ადვილად გამოირჩევიან ქალაქელი გოგონებისგან - საზოგადოება მათ უფრო ამორალურად აღიქვამს.

10. გათხოვების საოცარი სურვილი

მიუხედავად იმისა, რომ ჩამოსვლის მიზეზი კარიერის აწყობა იყო, ისინი ფარულად გათხოვებაზე ოცნებობენ, ეს სურვილი კიდევ უფრო უმძაფრდებათ, თუ შერჩეული კანდიდატი ფულიანია.

11. საკუთარი ბიოგრაფიული მეხსიერება ძალიან ბუნდოვანი ხდება

მეგობრებთან საუბრისას პროვინციელი გოგონა მხოლოდ იმ ამბებს იხსენებს და ყვება, რომელიც ქალაქში ჩამოსვლის მერე ახსენდება, სოფელში გადახდენილი თავგადასავლები კი ქალაქელ გოგონებში მოსაყოლი არაა.

12. საკუთარი თავის მიმართ გადაჭარბებული სიყვარული

რა თქმა უნდა პროვინციელი გოგონები ძალიან ჭკვიანები, მიზანდასახუელბი და განათლებულები არიან, თუმცა ისინი, ვინც ქალაქში ჩამოდის და საკუთარ პროვინციულ წარმოშობას მალავს, ინტელექტის არც ისეთი მაღალი მაჩვენებელი აქვს და მიზნებიც განსხვავებული. ჭკვიანი და ნასწავლი პროვინციელი არ დაიწყებს თამაშს და საკუთარი გონების წყალობით აღწევს ყველაფერს, დანარჩენები კი უბრალოდ იბრძვიან მარტივი ხერხებით აიწყონ ცხოვრება. ასეთი კატეგორიის პროვინციელ გოგონას საკუთარ თავზე იმაზე მეტი წარმოდგენა აქვს, ვიდრე სინამდვილეშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100