სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ოცნებამ ნაცმოძრაობის ბიზნესში ჩაწილება უნდა შეწყვიტოს“

ქართული დასის“ ლიდერმა „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში დღეს ოცნების დეპუტატების მიმართ ბრალდებები გააჟღერა. ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ ოცნებამ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატების ბიზნესში ჩაწილებას თავი უნდა დაანებონ და მოუწოდა შეწყვიტონ თავის გამდიდრებაზე ფიქრი. მისი თქმით, ბოლო პერიოდმა კარგად აჩვენა, რომ ქვეყანა ვერ ვითარება და დროა ხელისუფლებამ რეალურად დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობაზე მუშაობა.

„ოცნებამ უნდა იცოდეს თუ გააგრძელებს ქვეყნის მართვას ასე უპასუხისმგებლოდ, თუ გააგრძელებენ ოცნების დეპუტატები პირად ცხოვრებაზე ზრუნვას და გამდიდრებაზე ფიქრს, თუკი ოცნების დეპუტატები გააგრძელებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ბიზნესებში ჩაწილებას, თვალისპაჭუნის გზით და მათთვის ინდულგენციების მიცემას, თუკი ეს უპატივცემულობა საზოგადოებრივი აზრის მიმართ გაგრძელდება ასეთ შემთხვევაში ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ ჩაანაცვლებს. მე რამდენიმე მინისტრთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგალითად ირაკლი ალასანიასთა, ასევე ოცნების წევრებთან, რომლებიც დღემდე პატიოსნად იქცევიან და არ გვანან იმ პარლამენტის წევრებს. რომლებმაც საკუთარი ოჯახის წევრების დასაქმებით არიან დაკავებულნი და მხოლოდ და მხოლოდ გამდიდრებაზე ზრუნავენ. ეს არის ის ძალა, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება“ - განაცხადა ბაღათურიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100