სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლექSOSსთვის - ჟურნალისტები ზუგდიდში სასულიერო პირებს სპეციალური მაისურებით დახვდნენ

#ლექSOSსთვის - ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები დღეს, 15 ივლისს ზუგდიდში სასულიერო პირებს და სამღვდელოებას საპროტესტო მაისურებით დახვდნენ. მათ ზედებზე ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო ჰქონდათ გამოსახული. ამ ფორმით მედიის წარმომადგენლებმა მეუფეებს შეახსენეს, რომ სასულიერო პირები, რომლებიც მათი ეპარქიის დაქვემდებარებაში არიან მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებენ. არსებული ინფორმაციით, სწორედ ისინი ხელმძღვანელობდნენ ხელისუფლებასთან ერთად ადგილობრივი აიპებდიან სპორტსმენების წაყვანას თბილისში, 5 ივლისს გამართულ აქციაზე. სპორტსმენები მათ მრევლის ნაწილად განმარტეს. მედია მღვდლებისა და ხელიუსლფების წარმომადგენლების დაკითხვას ითხოვს, რათა გაირკვეს ვისი დავალებით დააორგანიზეს და ჩაიყვანეს თბილისში აღნიშნული პირები. ცნობისთვის, დღეს ლაქერობის დღესასწაულს აღნიშნავენ. სამღვდელოებამ მედიის კითხვებს არ უპასუხა, თუმცა წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები მათ კითხვებს ისევ დაუსვამენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100