მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებიდან ახალშობილი გოგონა გამოიყვანეს
მაშველებმა 8 თებერვალს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებიდან ახალშობილი გოგონა გამოიყვანეს.
ცნობილია, რომ ახალშობილის დედამ სტიქიის შემდეგ, ნანგრევებში მალევე იმშობიარა და დაიღუპა. ბაშვის მამა და 4 და-ძმაც სტიქიის შედეგად დაიღუპნენ.
ახალშობილი ინკუბატორში გადაიღეს მაშინ, როდესაც დედა, მამა და მისი ოთხი და-ძმა ერთობლივად დაკრძალეს.
ჩვენ გავიგეთ ხმა, როდესაც ვთხრიდით [...] და ვიპოვეთ ბავშვი ჭიპლარით [ხელუხლებელი], ამიტომ გავჭერით და საავადმყოფოში წავიყვანეთ, - აცხადებენ მაშველები
ცნობისთვის, შენობა, რომელშიც ახალშობილის ოჯახი ცხოვრობდა, ერთ-ერთი იყო იმ 50-დან, რომელიც, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ოპოზიციის მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში დაინგრა. ტერიტორია თურქეთის საზღვართანა ახლოს მდებარეობს.
კომენტარი