სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

8 თვის ჩიხუახუას ლეკვზე სექსუალური ძალადობის გამო ამერიკელი 10 წლით ჩააყუდეს

„ლოს ანჯელეს თაიმსის“ ცნობით, ამ კვირის დასაწყისში ათწლიანი ციხე მიუსაჯეს სამხრეთ საკრამენტოში მცხოვრებ ამერიკელს, რომელსაც 8 თვის ასაკის ჩიხუახუას ლეკვზე ძალადობა ედება ბრალად.

ცხოველზე ძალადობას სრულიად შემთხვევით მეზობლები შეესწრნენ. რობერტ ედვარდს დე შილდსი უნარშეზღუდული მოქალაქეა და ეპეციალურ ეტლსაა მიჯაჭვული, თუმცა, სასამართლოსთვის ამას არ შეუშლია ხელი, მისთვის საკმაოდ მკაცრი სასჯელი გამოეტანა.

ჩიხუახუას ლეკვი მეზობლად მცხოვრებ ოჯახს ჰყავდა. ერთ დღესაც, როცა ძაღლი მოისაკლისეს და პატრონები მის ძებნას შეუდგნენ, ლეკვი სრულიად შემთხვევით სწორედ შილდსის ავტოფარეხში იპოვეს. როგორც ლეკვის პატრონებმა პროკურორებს უთხრეს, ცხოველი შოკში იყო, მოგვიანებით კი ვეტერინარმა დაადასტურა, რომ ლეკვს სწორი ნაწლავი და შინაგანი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული.

დე შილდსი ერთხელ უკვე იჯდა ციხეში - 1992 წელს გათავისუფლდა. ამ შემთხვევაში მისთვის ახალი იქნება ის, რომ შილდსი დარეგისტრირდება, როგორც მანიაკი-ზოოფილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100