სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ კომპანიას 2 მილიონი ლარი გადაურიცხა და მერე უკან დაიბრუნა

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საკმაოდ სკანდალური დასკვნის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ახალმიღებული კანონის (პოლიტიკური პატრიებისა და სუბიექტების დაფინანსების შესახებ) გვერდის ასავლელად ახალი და თვალთმაქცური გეგმა მოიფიქრა და განახორციელა კიდეც:

29 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ შპს „ელიტა-ბურჯს“ 2 მილიონი ლარი გადაურიცხა და მასთან გარიგება დადო, რომლის თანახმადაც „ელიტა-ბურჯს“ ამ საფასურის ავეჯი უნდა დაემზადებინა. დაახლოებით ორ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ უკან მოითხოვა თანხის დაბრუნება, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ავეჯის დამზადება გადაიფიქრა. მართლაც, „ელიტა ბურჯმა“ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჯერ 100 ათასი ლარი, შემდეგ კი მილიონი ლარი დააბრუნა.

ამ სქემაში დიდად უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: „ელიტა-ბურჯის“ (სამშენებლო კომპანიაა) დამფუძნებელი... ბიძინა ივანიშვილია. ერთი შეხედვით, თვალთმაქცურთან ერთად, კომიკური სიტუაციაც გამოდის: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავს 2 მილიონი გადაურიცხა, მერე კი უკან დაბრუნება მოსთხოვა და მიიღო კიდეც...

კონტროლის პალატის დასკვნაში ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც უკანონო გარიგება“, ხოლო პრესასთან საუბარში ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს იყო ფიქტიური გარიგება და „შემოწირულობის“ მიღების მიზნით „ქართულმა ოცნებამ“ კანონის გვერდის ავლა თვალთმაქცობით გადაწყვიტა. ვერაფერს იტყვი, ბიძინა ივანიშვილი უკვე იწყებს ევროპს გაოცებას დემოკრატიითა და კანონმორჩილებით...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100