მოსკოვში ქართველი გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დღეს მოსკოვში ქართველი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექს-მეთაური რომან დუმბაძე მოკლეს, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
რომან დუმბაძე მოსკოვის დასავლეთით, რუბლიოვსკის გზატკეცილზე მოკლეს - მას მოტოციკლიდან რამდენიმე ტყვია ეsროლეს უცნობმა პირებმა და მიიმალნენ. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები მსხვერპლს უთვალთვალებდნენ. სროლამდე ცოტა ხნით ადრე თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილას მამაკაცი დაინახეს, რომელიც დიდხანს საუბრობდა მობილურზე, მომხდარი თავდასხმის შემდეგ კი გაუჩინარდა. არ გამორიცხავენ, რომ დუმბაძის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ქილერებს სწორედ ის აწვდიდა.
48 წლის გენერლის დაცხრილვის დროს მასთან ერთად გოგონა იმყოფებოდა, რომელიც მკვლელობის თვითმხილველი გახდა. მოტოციკლი, რომლითაც თავდამსხნელები გაუჩინარდნენ, უკვე ნაპოვნია - დამნაშავეებმა ის შემთხვევის ადგილიდან მოშორებით დატოვეს.
კომენტარი