სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი ხვალ დაგეგმილ პროცესზე დასწრებას არ აპირებს

მიხეილ სააკაშვილი ხვალ დაგეგმილ პროცესზე დასწრებას არ აპირებს. ამის შესახებ "ვივა მედიდან" გამოსულმა მესამე პრეზიდენტის დედამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიული ალასანის თქმით, სასამართლო ხვალ ამერიკელი ტოქსიკოლოგის ჩვენებას მოისმენს.

დევიდ სმიტი, შესაძლოა, ბოლო მოწმე იყოს, ვინც სააკაშვილის საქმეზე გამოიკითხება.

"არ აპირებს ჩართვას. აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ მაინც არ ჩართავენ და ხომ ვიცით, როგორ მთავრდება. მას შემდეგ რაც ფსიქიატრი, ახლა გამოიკითხება ტოქსიკოლოგი და მე თუ მკითხავთ, ამით ყველაფერი უნდა დასრულდეს. ასევე, მე თუ მკითავთ, სასამართლოსაც მეტი არაფერი უნდა აინტერესებდეს, თუ არის ოდნავ ობიექტური. უკრაინის კონსულია მიშას სანახავად მოსული და კარგია, რომ მოვიდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ადამიანს (მიხეილ სააკაშვილს) ნამდვილი მეგობრები ჰყავს სწორედ უკრაინაში", - თქვა გიული ალასანიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100