დაპირისპირება საკრებულოში - ლევან ხაბეიშვილი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, მას ხელი დაუზიანდა (ვიდეო)
დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - მოძრაობა "შეცვალე"-ს და ოპოზიციის
წარმომადგენლებმა ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში პროტესტის ნიშნად კარავი
გაშალეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებმაც მოძრაობის წევრები და ლევან ხაბეიშვილი ძალის გამოყენებით შენობიდან გამოიყვანეს.
შეხლა-შემოხლის დროს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს წევრს ხელი დაუზიანდა.
აქტივისტებისა
და ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ერეკლე კუხიანიძე არის სამარცვინო
ადამიანი, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილს და ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეურაცხოფა
მიაყენა.
სამოქალაქო აქტივისტებმა კუხიანიძის კაბინეტზე სტიკერი "სირცხვილია" გააკრეს.
კომენტარი