სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სს „ქართული ლუდის კომპანია“ „ქართული ბრენდის დღე 2018”-ის ლიდერის ნომინაციის გამარჯვებულია

სსქართული ლუდის კომპანიისკიდევ ერთი აღიარება, კომპანიაქართული ბრენდის დღე 2018”-ის გამარჯვებულია.

ქართული ბრენდის დღე 2018”-ის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც 26 დეკემბერს გაიმართა, „ქართული ლუდის კომპანიალიდერის ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.

სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ნომინაციაში კომპანიის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კომპანია ბაზარზე ლიდერობას წლებია ინარჩუნებს და არსებულ მიღწევებს დრო და დრო კიდევ უფრო აუმჯობესებს.

სსქართული ლუდის კომპანია“ „ქართული ბრენდის დღე 2018”-ის ლიდერის ნომინაციის გამარჯვებულია. მსგავსი აღიარება და დაჯილდოებები ქართული ბიზნესისათვის უმნიშვნელოვანესია. ეს არის კიდევ დამატებითი მოტივაცია, რომ შენი საქმე კარგად აკეთო, მომხმარებელი გაახარო და მისი კმაყოფილების კოეფიციენტი აამაღლო. კარგია როდესაც ბიზნესი ხედავს, რომ მას ენდობიან და აღიარებენ. სსქართული ლუდის კომპანიაქართულ ბაზარზე 2011 წლიდან პოზიციონირებს და ამ ხსნის განმავლობაში არაერთი აღიარება მოუპოვებია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებულ მიღწევებს უნდა დასჯერდე. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხმარებელს მუდმივათ შევთავაზოთ სიახლეები “, აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

ქართული ბრენდის დღესაზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" წარმატებული პროექტია. „ქართული ბრენდის დღის" მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ბრენდის პოპულარიზაციას საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე. გამარჯვებულები ტრადიციულად 5 ნომინაციაში ვლინდებიან, ესენია:

ლიდერი

რეპუტაცია და ნდობა

წარმატებული ახალი ქართული ბრენდი

ბრენდ პერსონა

წარმატებული ტელეპროექტი

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების არსებობის განმავლობაში 500-ზე მეტი ქართული ბრენდი დაჯილდოვდა. 2003 წლიდან დღემდექართული ბრენდის დღეწარმოაჩენს და სტიმულს აძლევს ქართულ ბრენდებს, მათი განვითარების ყველა ეტაპზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100