სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ურა, რუსები მოვლენ“

რობერტ სტურუა: „ასეც ვიცოდი, დაიწყეს ჩვენმა „მშვიდობის მაძიებლებმა" სამხედრო პროვოკაციები. ჩათვალეთ, რომ სამოქალაქო ომი საქართველოში სააკაშვილმა მარიამობას დაიწყო. აი, ნამდვილი ქართველი მორწმუნე „ვაჟკაცი". ახლა ივანიშვილს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებს და სამშობლოდან გააძევებს.

მერე ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერებს დაიჭერს, აწამებს, გააქრობს, ისედაც უკვე გაყალბებულ არჩევნებს უფრო გააყალბებს, დარჩება ბედკრულ საქართველოს მმართველად, ერთ-ორი უგემოვნო ქალაქით, შენობებით დაამშვენებს ჩვენ ქვეყანას და თავის რექტორ-დედიკოსთან და ბებია-ბიზნესმენთან ერთად თათქარიძეებივით რუსულ თვითმფრინავებს ჭერზე ბუზებივით დაითვლის."

ეს რომ რობერტ სტურუას ფეისბუქის გვერდზე არ გვენახა, და უბრალოდ ჩანაწერად წაგვეკითხა, ვიფიქრებდით, რომ „ქართული ოცნების“ რომელიმე თინეიჯერმა აქტივისტმა დაწერა, პარტიის ხელმძღვანელობის ყურადღების მისაპყრობადთქო.

„ზომიერად მოწიფულ, ფერხორციან მამაკაცს“, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერის სულიერ განვითარებაზე ზრუნავდა ( ყოველი შემთხვევისთვის, თავად უნდოდა ეს, თუ უნებურად გამოსდიოდა, თუ უბრალოდ მიაწერდნენ) ასეთი უცნაური განცხადებები ჰყიდის.

რობერტ სტურუა დიდი რეჟისორული ნიჭით დაჯილდოებული კაცი აღმოჩნდა, რომელსაც ამ ნიჭის გარდა, სხვა არც ერთი ნიჭის ნატამალი არ გააჩნია. ადამიანები რომ არ უყვარდა და მსახიობებს მონებივით ექცეოდა, ეს ყოველთვის ცნობილი იყო. სამშობლო რომ არ ყვარებია, ეს ბოლო დროს გამოჩნდა.

ქსენოფობია, ყველაზე მისატევებელი ცოდვაა, ამ კაცში. ამპარტავანმა, ცინიკოსმა, ძალაუფლების, გავლენის, სიმდიდრის მოყვარე „დიიიიდმა რეჟისორმა“, ამ ყველა გრძნობას გადააყოლა ყველაზე მთავარი: ადამიანობა. ან ადამინთმოძულეს, როგორ უნდა მოეთხოვოს ადამიანობა? მაგრამ მისი რეჟისორული ნიჭით შექმნილი სპექტაკლები, ძალაუნებურად მაინც გვიქმნიდა ილუზიას, რომ კარგი შემოქმედი, აპრიორი კარგი პიროვნება უნდა ყოფილიყო.

რა უხარია რობერტ სტურუას? უფრო სწორად რა გაუხარდება? ამ ერთმა კომენტარმა კარგად გამოხატა მისი ოცნება. რობერტ სტურუა, სიამოვნებით დაითვლის ცაზე რუსულ თვითმფრინავებს, თუ მას ისევ განადიდებენ, თუ მისგან ისევ შექმნიან კერპს... აქ არც სააკაშვილის ხსენებაა პრობლემა და არც ივანიშვილის.

გასაოცარი ისაა, როგორ ვერ მოითმინა ამ ხნის კაცმა და სამშობლოს ნორჩი გამყიდველივით, როგორ აღტკინდა. შეეძლო ამდენ წერას, მოკლედ დაეწერა: „ურა, მგონი რუსები მოვლენ!“ აფსუს ბატონო რობერტ. კარგი რეჟისორი იყავით, სხვის ნაწერს უბადლოდ აცოცხლებდით სცენაზე. თავად კი ასე პრიმიტიულად შეგძლებიათ წერა, როცა საქმე თქვენს პირად ამბიციებს შეეხო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100