სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოკოითი რეზონანსულ დანაშაულებს ელოდება

კოკოითი, ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. არჩევნების წინ, გართულებებს პროგნოზირებს. სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში სიმშვიდეა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნებამდე სიტუაციის დესტაბილიზირებაა მოსალოდნელი. კოკოითის ინფორმაციით, ვითარების გამწვავებას შიდა ძალები შეეცდებიან.
“შესაძლოა მოხდეს რეზონანსული დანაშაულები. ამიტომ ძალოვანმა სტრუქტურებმა ზომები უნდა მიიღონ”- განაცხადა კოკოითიმ. ან რეგიონში სტუმრად მყოფი ადამიანებიც კარგა გვარიანად შეაშინა და აღნიშნა, რომ პროვოკაციის ობიქტები შესაძლოა, სწორედ ისინი გახდნენ.
“ჩვენს მტრებს არანაირი ბერკეტი არ აქვთ, რადგან ვითრება სტაბილურია, თუმცა, რესპუბლიკის დისკრედიტირების მიზნით ისინი ყველაფერზე წავლენ. მათი ამოცანა სწორედ ესაა”- განაცხადა სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა. კოკოითის წინასწარმეტყველური ნიჭის რა მოგახსენოთ და ჯაბაევიჩი რომ წინასწარ ცდილობს რაიმე სახის პოლიტიკური აქტივობის აღკვეთას, ეს ცხადია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100