სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსები უკვე აღიარებენ, რომ გარდაუვალი მარცხი ელით ლიმანში, რომელიც უკრაინელების ალყაშია - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ ქალაქს?

"28 სექ­ტემ­ბერს რუ­სე­ბი შეშ­ფო­თე­ბით გა­ნი­ხი­ლავ­დნენ უკ­რა­ი­ნის მიღ­წე­ვებს ქა­ლაქ ლი­მა­ნის გარ­შე­მო და ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი აქ გარ­და­უ­ვა­ლი მარ­ცხის საფრ­თხის წი­ნა­შე იყ­ვნენ", - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ომის შემ­სწავ­ლე­ლი ამე­რი­კუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, ISW აქ­ვეყ­ნებს. მათი ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯარი ემუქ­რე­ბა ლი­მან­ში რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ებს და თუ უკ­რა­ი­ნელ­თა მცდე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, რისი დიდი ალ­ბა­თო­ბაც არ­სე­ბობს, ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მათ, რომ გზა გა­ი­თა­ვი­სუფ­ლონ და წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოკუ­პან­ტე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. "რამ­დე­ნი­მე რუსი სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტი ამ­ტკი­ცებ­და, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯარი წინ მი­ი­წევ­და ლი­მა­ნის და­სავ­ლე­თით, ჩრდი­ლო­ე­თით და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი ძალა ემუქ­რე­ბა რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ებს და მათ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ხა­ზებს. ლი­მან­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის შემ­დე­გი კონ­ტრშე­ტე­ვე­ბის­თვის ლუ­განსკის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად", - ნათ­ქვა­მია ომის შემ­სწავ­ლე­ლი ამე­რი­კუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. ლი­მა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და­ე­მუქ­რე­ბი­ან ლუ­განსკის და­სავ­ლეთ სა­ზღვარ­თან ლი­სი­ჩანსკი­სა და სე­ვე­რო­დო­ნეც­კის რა­ი­ო­ნებს. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მზად არ იყო ფრონ­ტის ხა­ზის ამ ნა­წი­ლის კო­ლაფ­სის­თვის. ISW ასე­ვე აქ­ვეყ­ნებს რუ­კას, სა­დაც ჩანს, რომ ქა­ლა­ქი ლი­მა­ნი თით­ქმის სრუ­ლად ალ­ყა­შია უკ­რა­ი­ნელ­თა მიერ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100