სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს 12:47 საათზე, კახეთში 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელი ზემო ხალაწანია.

საქართველოში ბოლო მიწისძვრა 25 მაისს დაფიქსირდა. დედოფლისწყაროსთან ახლოს დაფიქსირებული მიწისძვრის სიმძლავრე 3,6 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგები 06:06 საათზე დედოფლისწყაროდან 39 კილომეტრში, ასევე სოფელ ზემო ხალაწანთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 36 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.




კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100