კროსოვერი „Maserati“ „Ferrari“-ს ძრავის გარეშე დარჩა
ვირტუალურ სამყაროში კროსოვერ „Maserati“-ზე ახალი ფაქტები გავრცელდა. ინფორმაცია, „Fiat-Chrysler“-ის ხელმძღვანელმა გაავრცელა. ავტოკონცერნის ხელმძღვანელის თქმით, „Maserati“ „Jeep Grand Cherokee“-ის პლატფორმაზეა აწყობილი და იგი „Ferrari“-ის ძრავით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი, მაგრამ ავტომობილი აღნიშნულ ძრავს ვერ მიიღებს.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ავტომობილის არქიტექტორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უარი ეთქვათ „Ferrari“-ს ძრავზე და იგი „Chrysler“-ის აგრეგატით ჩაენაცვლებინათ. ერთ-ერთი ასეთი ძრავი იქნება 6,4 ლიტრიანი, 455 ცხენის ძალის მქონე „HEMI“. ასეთი ძრავი კი, ავტომობილის საერთო ღირებულებას საგრძნობლად შეამცირებს.
2012 წელს, „Maserati“-ს წარმოება დასრულდება. 2011 წლის მეორე ნახევარში კი დაგეგმილია, ახალი სედანის პრემიერა. ალუმინის კორპუსის მქონე ავტომობილი, კომპანია „Chrysler“-ის „Pentastar V6“-ის ტიპის, 3.6 ლიტრიანი, 400 ცხენის ძალის მქონე ტურბოძრავით აღიჭურვება და ექვსცილინდრიანი იქნება. აღნიშნული აგრეგატი რვასაფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.
კომენტარი