სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნასა“ „ინდევორის“ პრობლემებზე ალაპარაკდა

ექსპერტ-სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ხომალდ „ინდევორის“ კოსმოსში გაშვების მომზადებას ხელმძღვანელობს, გარკვეული პრობლემების შესახებ ალაპარაკდა.

პრობლემები თავად ხომალს გაუჩნდა. ამის შესახებ „ნასამ“ თავის ოფიციალურ ტვიტერზე განაცხადა. მიუხედავად ამისა, უკვე ექვსივე კოსმონავტი, რომელმაც ამ გაფრენაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, უკვე ბორტზე იმყოფება.

„ინდევორი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრენას 18 მაისს განახორციელებს. ეკიპაჟის მეთაური მარკ კელია. ხომალდის შემადგენლობაში ასევე შედიან: გრეგორი ჯონსონი, ენდრიუ ფიუსტელი, მაიკლ ფინკი, გრეგორი შამიტოფი და ევროპელი ასტრონავტი - იტალიელი რობერტო ვიტორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100