სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაქოში სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის პატივსაცემად, ოფიციალური მიღება გაიმართა

ბაქოში ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს "განჯლიკის" სასახლეში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და პირველი ლედის მეჰრიბან ალიევას სახელით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის პატივსაცემად , ოფიციალური მიღება გაიმართა.

ილჰამ ალიევმა თავის მიმართვაში, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ საერთო ღირებულებებზე და ორი ქვეყანის ურთიერთობებზე, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული თანადგომა საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი და აღნიშნა , რომ აზერბაიჯანი ნებისმიერი საერთაშორისო ტრიბუნიდან დაუჭერს მხარს საქართველოს ევრო ატლანტიკურ კურსს. ოფიციალური მიღების შემდეგ, ილჰამ ალიევმა და მეჰრიბან ალიევამ სტუმრები სასტუმრომდე მიაცილეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავად მართავდა ავტომანქანას, მოგვიანებით კი , მისივე ინიციატივით მათ ქალაქში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც ერთად დაათვალიერეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100