სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის და“Welcome to Georgia“-ს თანამშრომლობით ტურიზმის ეროვნული დაჯილდეობა გაიმართება

თბილისი, 22 ნოემბერი, 2016 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, ტურიზმის ეროვნული დაჯილდეობის “Welcome to Georgia“-ს ოფიციალური მხარდამჭერია, რომელიც 2 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება. საქართველოს ბანკი, ნომინაციაში “ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით” გამარჯვებულს, ფულადი პრიზით და ერთი წლის განმავლობაში უფასო საოპერაციო პროდუქტებით დააჯილდოვებს. აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

“Welcome to Georgia“-ს პროექტში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ნომინანტმა მიიღო, რეგისტრაცია კი 2016 წლის 15 ივნისიდან 20 სექტემბრამდე, პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე მიმდინარეობა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებმა, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროებმა, ტურისტულმა სააგენტოებმა და ტურ ოპერატორებმა. ასევე, ღონისძიებების და ფესტივალების, რესტორნების და საკვები ობიექტების, სერვისის მიმწოდებლებმა, ღვინის კომპანიებმა, მოგზაურმა ფოტოგრაფებმა, გასართობმა და ბიზნეს ობიექტებმა. ნომინანტების შეფასების პროცესი გაყოფილი იყო ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე - მიმდინარეობდა ონლაინ ხმის მიცემა, პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები შეაფასა - კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ქართველი, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან. მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, ჟიურის შეფასება და ონლაინ ხმები თითოეული ნომინანტისთვის დაითვალა და შეაჯამა პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა „ბიდიო საქართველო“-მ, შესაბმისად გამოავლინა ფინალისტები და გამარჯვებულები თითოეულ ნომინაციაში.

“Welcome to Georgia“-ს გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია, 2 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება. ცერემონიას დაესწრებიან, როგორც ტურიზმისა და მასპინძლობის, ასევე საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.8%) მიხედვით (2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 273 სერვისცენტრის, 763 ბანკომატისა და 2,681 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100