რამდენიმე საათში ბადრი ბიწაძე ძებნილად გამოცხადდება
სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბადრი ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ და მას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. იმის გამო, რომ ბიწაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია, მას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.
რამდენიმე საათში ბადრი ბიწაძე, რომელიც წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მეშვეობით პოლიციელებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, ოფიციალურად გამოცხადდება ძებნილად. პირველ რიგში, მის ძებნას საქართველოს მასშტაბით დაიწყებენ, შემდეგ კი საქმეში, ქართული მხარის მოთხოვნით, საერთაშორისო პოლიცია ჩაერთვება.
ბადრი ბიწაძის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდება მთავარმა პროკურატურამ სასამართლოსგან დღეს მოითხოვა. მოთხოვნის საფუძველი ბადრი ბიწაძის მიერ გირაოს გადაუხდელობა გახდა.
ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი 26 მაისის შემდეგ დაუდგენელია.
კომენტარი