სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მძარცველებმა სეიფი ვერ გახსნეს და ჯართში ჩააბარეს

უკრაინაში, ვოლინსკის რეგიონში ყაჩაღებმა კერძო საწარმოდან ორი სეიფი მოიპარეს. პოლიციაში ქურდობის შესახებ კომპანიის დირექტორმა განაცხადა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები დაუყოვნებლივ გამოცხადნენ.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქურდები ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ,

როგორც პოლიციაში ყვებიან, ქურდები შენობაში სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შეიჭრნენ. წაიღეს ორი სეიფი. ერთში 573 გრივნი იყო შენახული, მეორეში კი ელექტრონული ტექნიკა.

ვინაიდან მძარცველებმა სეიფების გახსნა ვერ შეძლეს, მათი ჯართში ჩაბარება გადაწყვიტეს. მეტალის ყუთებში უიღბლო ყაჩაღებმა 530 გრივნი მიიღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100