სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯერარდი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი 2012 წლის ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ეს სტატუსი ფეხბურთელს გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად მიენიჭა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ფეხბურთის ასოციაციის საიტი იუწყება.

ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა 180 ათასმა ადამიანმა მიიღო. 32 წლის ჯერარდმა ხმათა 40 პროცენტი დააგროვა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ნახევარმცველმა თავის პარტნიორებს ინგლისის ნაკრებიდან - დენი უელბეკს, ეშლი კოულს, ჯო ჰარტს და გლენ ჯონსონს გაუსწრო.
პრიზის სახით, ჯერარდმა 25 ათასი ფუნტი სტერლინგი მიიღო. ფეხბურთელის თქმით, ამ თანხას ის ბობი მურის ფონდში გადარიცხავს, რომელიც კიბოთი დაავადებულებს ეხმარება.
ჯერარდის პარტნიორმა „ლივერპულიდან" ჯორდან ჰენდერსონმა ეს სტატუსი 21 წლის ასაკში მიიღო. სტივენ ჯერარდი „ლივერპულში" თავისი კარიერის დასაწყისიდან თამაშობს. გუნდთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და სუპერთასი (ორჯერ) მოიგო და ასევე, ორჯერ გაიმარჯვა ინგლისის თასზე, ხოლო სამჯერ ინგლისის ლიგის თასზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100