სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპატრიარქოს შევარდნაძე სააკაშვილში აერია და არქიმანდრიტი შიო უსაფუძვლოდ დასაჯა (ვიდეო)

„ვისაც პრეზიდენტი არ უყვარს, ეშმაკია“, - იუთუბზე და სოციალურ ქსელებში ამ სათაურით გავრცელებული ვიდეორგოლი, რომელზეც აღწერილია, როგორ ქადაგებს შავნაბადას მონასტრის წინამძღვარი მამა შიო გაბრიჩიძე პრეზიდენტის სიყვარულს და დემონად აცხადებს ყველას, „ვისაც პრეზიდენტი არ უყვარს“. ამავე ქადაგებაში ის ეკლესიაში შესვლას უკრძალავს ყველას, ვისაც პრეზიდენტი სძულს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლს საქართველოს საპატრიარქოს ოპერატიული, მაგრამ ცოტა უცნაური გამოხმაურება მოჰყვა: მამა შიო საპატრიარქოში გამოიძახეს და გააფრთხილეს. მართალია, ის დღემდე რჩება შავნაბადას მონასტრის წინამძღვრად, მაგრამ მონასტერს კიდევ ერთი მეთვალყურე - გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობაშვილი) მიუჩინეს.

ერთი შეხედვით, ნხოლოდ მისასალმებელია, რომ საპატრიარქო პოლიტიკისა და ეკლესიის განცალკევების მოხრეა და ვიდეორგოლში გამოთქმულ აბსურდულ მოსაზრებაზე ასე მწვავედ რეაგირებს, მაგრამ საქმე ერთ უცნაურ გარემოებასთან გვაქვს: ქადაგება, რომლის დროსაც მამა შიო ყველას პრეზიდენტის სიყვარულისკენ მოუწოდებს, დაახლოებით 10 წლის წინაა გადაღებული, მოგვიანებით კი იგი ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმშიც მოხვდა.

შესაბამისად, ქადაგების დროს მამა შიოს მოხსენიებული პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა და არა მიხეილ სააკაშვილი, როგორც ეს სოციალურ ქსელებში ბავრმა, და, როგორც ჩანს, საპატრიარქოში კიდევ უფრო ბევრმა მიიჩნია.

როგორც საპატრიარქოს მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა „რეზონანსთან“ საუბარში აღნიშნა, მსგავსი ტიპის განცხადებებს არამარტო შედარებით დაბალი, მაღალი რანგის სასულიერო პირებიც აკეთებენ. „არცერთი ასეთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ რჩება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მხრიდან“, - აღნიშნა ბოტკოველმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100