სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალგაზრდა კაცს საკუთარ ავტომობილში ესროლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში სროლა იყო.

უცნობმა პირებმა ახალგაზრდა კაცს საკუთარ ავტომობილში ესროლეს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების შეფასებით, ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100