სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუკრი ქანთარია: ვერ მოახერხეს, ბუნებრივია, იმის მიღწევა, რაც უნდოდათ - რომ გამოეწვიათ გაღიზიანება , აღშფოთება

ნუკრი ქანთარია: ვერ მოახერხეს, ბუნებრივია, იმის მიღწევა, რაც უნდოდათ - რომ გამოეწვიათ გაღიზიანება , აღშფოთება.

ეს „სერიალები“ რისთვისაც უნდოდათ, რომ აღშფოთება გამოეწვიათ ხალხში ისეთი სიმრავლით „დააყარეს“ და ისე უჭკუოდ დადგეს ყველაფერი, რომ ბუნებრივია, ხალხის აღქმა იყო აბსოლუტურად გაურკვეველი და ამიტომ, გაურკვეველი დარჩა მათი აქციაც და ამიტომ, „ააფრინე ალალიო, რაც არ არი-არ არიო„ -დაახლოებით ეგ არი მაგათი მეცადინეობა, რომელიც ამაოდ დაშვრა, და ბუნებრივიც იყო, იმიტომ რომ, გარეთ ეტყობა არ იხედებიან ესენი, მარტო რუსთავი 2-ში სხედან და იქიდან ღებულობენ ცხოვრებისეულ აღქმასაც და გამოცდილებასაც. ცოტა ფართოდ უნდა გაახილონ დახუჭული თვალები, რომ რეალობაც დაინახონ. თუმცა ვამბობ, რომ რაც არის იმ ჩანაწერებში, გამოძიებამ აუცილებლად უნდა სწრაფ ტემპებში გასცეს კითხვებზე პასუხი. ეს არ ნიშნავს რომ რახან ესენი არიან, საერთოდ მივაყურადოთ ეს ამბავი.

ის რომ მათ რაც უნდოდათ, ეს ყველაფერი იმდენად ხელოვნური და იმდენად ზედაპირზე იდო, რომ ამ ეტაპისთვის, იძულებულნი გახდნენ, რომ გადაედოთ ეს აქცია, რადგან მითი მიზნები, ბუნებრივია, მიუღწეველი დარჩება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100