სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

8 სართულიანი კორპუსი აფეთქდა, ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენიც ჩაერთო, ევაკუირებულ ადამიანთა შორის კორონავირუსით დაინფიცირებული პირია

მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით, მრავალსართულიანი კორპუსი გუშინ ღამით აფეთქდა. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე სახანძროს მანქანები მივიდნენ, თუმცა სიტუაციას, სამი საათის განმავლობაში ძლიერი ქარი ართულებდა.

მაცხოვრებლების ევაკუაციის დროს, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და კარანტინში იმყოფებოდა, ამიტომაც მისი გამოყვანა ცალკე სირთულეს წარმოადგენდა.

რვა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც 1957 წელს მოსკოვში აშენდა სულ ცეცხლმა დაფარა. ხანძარი სახურავიდან დაიწყო და მთელ პერიმეტრს მოედო.

ადგილზე 120 მეხანძრე, ექვსი ამწეს მანქანა და უამრავი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. საჭირო გახდა ვერტმფრენის ჩარევაც. ხანძარს მესამე, გაზრდილი სირთულის რანგი მიენიჭა.

ერთ-ერთმა მეხანძრემ ხუთი ადამიანი გამოიყვანა დამწვარი სახლიდან. დაახლოებით 100-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

Life-ის თანახმად, ევაკუირებულ მაცხოვრებლებლებთა შორის იმყოფებოდა CoViD-19-ით ინფიცირებული პირიც. ძლიერი ხანძრის შედეგად საბედნიეროდ, არავინ გარდაცვლილა.

ფოტო: მომხდარის ადგილიდან


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100