უნარშეზღუდული ბავშვების დისკრიმინაციის ფაქტი თბილისში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედა თამარ ქალდანი ფეისბუქში შემდეგ მიმართვას აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
ბავშვებო,მინდა მოგიყვეთ რა ხდება ამ ფოტოზე .ეს არის უნარშეზღუდული ბავშვების სკოლა,სადაც დამყავს ჩემი ანასტასია. ბორჯომის 10 ნომერში.
სკოლას ერთი მხრიდან ესაზღვრება ტუბდისპანსერი,რომლის ეზოში მანქანით შესვლის უფლებას არ გვაძლევენ,არც პარკინგი გვაქვს გამოყოფილი და ამხელა ბავშვების ხელით ტარება გვიწევს.ეს კიდევ არაფერი, მე შოკში ჩამაგდო იმ ფაქტმა, რომ მეორე შემოსასვლელი(რომელიც კორპუსების მხრიდან არის) მოსახლეობამ დაადუღა,იმ მიზეზით რომ "არ შეუძლიათ ამ ბავშვების ყურება" ჩვენ ვაპირებთ ჩვენი უფლებების მოთხოვნას და დაცვას.ყველას გთხოვთ შემოგვიერთდეთ.
კომენტარი