სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფანჯიკიძე უპასუხისმგებლოდ მოიქცა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის პარლამენტში, მათ მიერ დაგეგმილ სხდომაზე არგამოცხადებას უპასუხისმგებლობად აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატებმა დავით დარჩიაშვილმა, გიორგი კანდელაკმა და თინათინ ბოკუჩავამ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.

"ფანჯიკიძის პარლამენტში არმოსვლა ორი თვალსაზრისით არის შემაშფოთებელი. ერთი მხრივ, მინისტრს პასუხები იმ კითხვებზე უნდა გაეცა, რომელიც ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასა და სტრატეგიას ეხება. მეორეს მხრივ კი, მინისტრის არმოსვლა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს იგნორირებაა" – აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
ბოკუჩავას განცხადებით კი, მინისტრის პარლამენტში მისვლის ახალი თარიღი თუ შეთანხმდება, ამას უმცირესობა მხოლოდ მიესალმება.

"თუკი ახალი თარიღი შეთანხმდება, მივესალმებით, მაგრამ ამ ეტაპზე, მისი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობა იყო", – აღნიშნა ბოკუჩავამ.
გიორგი კანდელაკი ირწმუნება, რომ საპარლამენტო უმცირესობა კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100