სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რუსეთმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო" - რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

წუ­ხელ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გან­ცხა­და, რომ რუ­სეთ­მა დონ­ბა­სის­თვის და­ი­წყო ბრძო­ლა. "ახლა შეგ­ვიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­როთ, რომ რუ­სე­თის ჯა­რებ­მა დონ­ბა­სის­თვის ბრძო­ლა და­ი­წყეს, რო­მელ­საც ისი­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ზა­დებ­დნენ. რუ­სუ­ლი არ­მი­ის დიდი ნა­წი­ლი ახლა ამ შე­ტე­ვის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ. ზე­ლენ­სკის თქმით, რო­გორც ჩანს, რუსი გე­ნერ­ლე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წესი, სა­კუ­თარ და­ნა­კარ­გებს არ ით­ვლი­ან, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ უფრო ფრთხი­ლად იყ­ვნენ, რად­გან შე­ტე­ვის­თვის აღა­რა­ვინ დარ­ჩე­ბათ. რო­გორც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, ეს რუ­სეთს არ უშ­ვე­ლის, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხია და რამ­დე­ნი რუსი სამ­ხედ­როც არ უნდა გაგ­ზავ­ნონ, უკ­რა­ი­ნა თავს და­ი­ცავს და არა­ფერს უკ­რა­ი­ნულს არა­ვის მის­ცემს. "რამ­დე­ნი ჯა­რის­კა­ციც არ უნდა იყოს გაგ­ზავ­ნი­ლი იქ, ჩვენ თავს და­ვი­ცავთ. ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ. უკ­რა­ი­ნულს არა­ფერს დავ­თმობთ", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ. უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ახა­ლი შე­ტე­ვის გამო, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბი, ჯო ბა­ი­დე­ნი და ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი, დღეს, 19 აპ­რილს შეხ­ვედ­რას გა­მარ­თა­ვენ სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მე­თა­უ­რებ­თან. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ფრან­გულ ტე­ლე­ვი­ზია BFMTV-ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ონ­ლა­ინ-შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ გერ­მა­ნი­ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, იტა­ლი­ის, პო­ლო­ნე­თის, რუ­მი­ნე­თის და კა­ნა­დის ლი­დე­რე­ბი და ნა­ტოს და ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100