"ჩემი შვილი კანკალებდა, დედა მიშველეო" - რადიკალური ჯგუფის წევრები "სირცხვილიას" ოფისის ნაცვლად სხვის ბინაში შეიჭრნენ
ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრნენ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხათუნა მშვიდობაძე წერს და ვიდეომასალასაც აქვეყნებს.
„აი ასეთი ამბავი იყო დღეს ჩემს სადარბაზოში და აივანთან. ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვდივარ. მეძინა და სადარბაზოში ჩოჩქოლმა გამაღვიძა. ინსტიქტურად კარები გავაღე რა ხდებათქო? კარების დაკეტვა ვერ მოვასწარი, მოაწვნენ კარებს და შემომიცვივდნენ ეს ორკები სახლში. დაირბინეს ბინა ჩემი ყვირილის შემდეგ რომ მიხვდნენ რომ სხვაგან მოხვდნენ გავარდნენ.
ჩემი შვილი ბავშვი პიჟამოში ახალგამოღვიძებული კანკალებდა დედა მიშველეო. დაამსხვრიეს ყველაფერი სადარბაზოში, ჩალეწეს სადარბაზოს კარები, დანგრეულია კიბეები. მოსვრილია სადარბაზო სისხლით. მერე გავიდნენ გარეთ და ქვები დაუშინეს ჩვენს აივანს. ჩემს ზევით არის სირცხვილიას ოფისი თურმე და როგორც მერე მივხვდი მათ საცემრად მიუვარდნენ.
ეს ნასროლი ქვა კინაღამ მოხვდა თავში ჩემს შვილს აივანზე. გამაგებინეთ ეს ქვეყანაა??? გამაგებინეთ საქართველოს მთავრობა როგორ დაუშვით ეს? სპეცნაზი ხომ გამოგყავთ მაშინ, როდესაც თქვენს პოლიტ. პრეფერენციებში შედის მომიტინგეების დასარბევად. როცა ამის საჭიროებაა მართლა მაშინ რატომ არ გამოგყავთ ამ ველურების დასაოკებლად. როგორ მიეცით ამ მოძალადეებს ამის უფლება? როგორ…“,- წერს ხათუნა.
კომენტარი