სამინისტრო ბათუმელი მუსიკოსების პრომოუშენს დააფინანსებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ადგილობრივ მუსიკოსებს შეხვდა და პროექტზე „კონცერტები ტურისტულ სეზონზე“ ესაუბრა. პროექტი პირველად ხორციელდება და მიზნად ისახავს, არა მხოლოდ კონცერტების ჩატარებას ტურისტულ სეზონზე, არამედ ადგილობრივი ბენდების პროდიუსინგის ხელშეწყობას.
"ჩვენი პრიორიტეტია ადგილობრივი მუსიკოსების პოპულარიზაცია და ხელშწყობა. ამ მიზნით შევქმენით სპეციალური პროგრამა, რომელსაც გაცილებით გრძელვადიანი ეფექტი ექნება და დაეხმარება ბენდებს მიიღონ მეტი დაკვეთები როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე"- აღნიშნა შეხვედრაზე ნათია სირაბიძემ.
პროექტის ფარგლებში მომზადდება საავტორო მუსიკის შემქმნელი სამი ბენდის მარკეტინგული კონცეფცია, თითოეული ბენდისთვის დამზადდება ვებ-გვერდი და ვიდეო რგოლები სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცისთვის, შეიქმნება ბრენდ ბუქი და ფორტფოლიო, მაღალი ხარისხით სტუდიურად ჩაიწერება ბენდების სიმღერები.
პარალელურად დაფინანსდება აფიშების, პოსტერების დიზაინის შექმნა და სოციალურ ქსელში სარეკლამო კამპანია. ასევე ბენდები გამართავენ კონცერტებს ქობულეთში, ბათუმსა და გონიო-კვარიათში.
პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენდებია: The Nemo, Groovephonics და Asea Sool.
პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარკვებული კომპანია შპს „EREDELis Art“.
კომენტარი