სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად“ - მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, რადგან მას დაინფიცირებამდე ორჯერ ჰქონდა გადატანილი ინსულტი, გარდა ამისა, გაკეთებული აქვს გულზე შუნტირების ოპერაცია, უდგას სტენტები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, პაციენტი 62 წლისაა და სამი დღე მკურნალობდა როგორც ჩვეულებრივ ორმხრივ პნევმონიას.

„სამი დღე იყო სიცხიანი, მან არ განაცხადა თუ არ ახსოვდა, რომ შესაძლოა, კონტაქტი ჰქონოდა დაინფიცირებულ პირებთან და სამი დღე ის მკურნალობდა როგორც ჩვეულებრივ ორმხრივ პნევმონიას, რის გამოც კიდევ უფრო დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამჟამად ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება და პროგნოზი სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულია, თუმცა ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100