სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისის საპატრულო პოლიცია „ოპელის“ დამრღვევ მძღოლს: „ოპელი, ვერ გევიგეე?“ (ვიდეო)

„ფეისბუქში“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ვიდეორგოლი „The ვანოს შოუდან“, სადაც სტუმრად მოწვეული ცნობილი ქართველი მომღერალი გიო ხუციშვილი ქუთაისში მომხდარ ამბავს ჰყვება, რომლის თვითმხილველიც თავად გახდა:

„ჩემი მანქანით ვმოძრაობდი და წინ „ოპელი“ მიდიოდა. ეტყობა, მძღოლმა სარკეში ვერ დაინახა საპატრულო პოლიციის მანქანა, რომელიც უკან მოგვყვებოდა, უცებ, გადაკვეთა ხაზი იქ, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და მანქანა მოატრილა. ამ დრო მესმის ერთ-ერთი პოლიციელის ხმა საპატრულო პოლიციის მანქანიდან მიკროფონში, სუფთა ქუთაისური აქცენტით: „ოპელი“, ვერ გევიგეე?“ - ჰყვება მომღერალი.

ამ დარღვევამ და მასზე პატრულის რეაგირებამ ერთ-ერთ, ქუთაისში დაბადებულ მომხმარებელს ნინოშვილის ქუჩაზე მომხდარი ფაქტი გაახსენა და ვიდეოს კომენტარში დაწერა:

"ნინოშვილის ბაზართან მანქანა მოძრაობს, გადამკვეთი ხაზი აქვს ბორბლებს შუაში ამოკრული და მესმის პატრულის ხმა მიკროფონში: " "ბე-ემ-ვე , შენია მარტო ე გზა თუ რაია?"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100