გია თორთლაძე: საქართველოში რუსული ფული შემოდინება დაიწყო
საქართველოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსული ფულის შემოდინება დაიწყო. გიორგი თორთლაძის თქმით, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში `გაზპრომისა` და რუსული სპეცსამსახურების დახმარებით ნაშოვნ ფულს ხარჯავს.
დეპუტატის აზრით, ბიზნესმენის გარშემო გაერთიანებული პარტიებიც ამავე სახსრებით ფინანსდებიან. თორთლაძე აცხადებს, რომ ამ პარტიებს საერთო იდეოლოგია არ გააჩნიათ და ბიძინა ივანიშვილით მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ინტერესდებიან.
`ყოველი ნაბიჯი გადადგმული ამ პოლიტიკოსისა და ამ პარტიების მხარდასაჭერად, ეს არის ნაბიჯი გადადგმული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული და ხელისშემწყობი ნაბიჯები,`- განაცხადა თორთლაძემ.
კომენტარი