ქობალია დუმილს არღვევს და პირველ კომენტარს აკეთებს
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია დუმილს არღვევს და პირველ კომენატარს აკეთებს.
მისი თქმით წინა ხელისუფლების ერთ-ერთი შეცდომა იყო ის, რომ ბიზნესის შემოწმებები დიდხანს გრძელდებოდა და ბიზნესმენებმა ხშირად არ იცოდნენ რა შედეგით დასრულდებოდა საგადასახადო შემოწმებები რაც უკვე უკმაყოფილებას იწვევდა. ვერა ქობალიას განცხადებით, ის ნაციონალური მოძრაობის კურსის მხარდამჭერი იყო და დღემდე მხარდამჭერად რჩება, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდებები ბრალდების დონეზე არ დარჩება და ბოლომდე იქნება გამოძიებული ყველა საქმე. :”მე ამ გუნდის ნაწილი ვარ და ეს ჩემთვის რთულად გადასატანია, ამიტომ ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რამ არასოდეს განმეორდეს. მე ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობის” კურსის მხარდამჭერი ვიყავი და დღემდე ასე ვარ. მჯერა ამ გუნდის და მათთან გატარებულ არც ერთ დღეს არ ვნანობ . დარწმუნებული ვარ, ბევრი სწორი ნაბიჯი გადაიდგა ამ წლების განმავლობაში. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების დროს მძიმე შეცდომებიც იყო დაშვებული, იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მხოლოდ ბრალდებების მხარეს დარჩება. ბოლომდე გამოვიძიებთ, რა ხდებოდა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს.” – განაცხადა ვერა ქობალიამ ”ყველა სიახლესთან” ინტერვიუში.
კომენტარი