სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეუფე იაკობმა მაქარაშვილსა და დიღმელაშვილს „ეფესბეს“ აგენტები უწოდა

მეუფე იაკობმა „სირცხვილიას“ წევრებს „ეფესბეს“ აგენტები უწოდა და აღნიშნა, რომ რუსული მხარე და ევროპის მოწინააღმდეგეები სწორედ გიგა მაქარაშვილი და შოთა დიღმელაშვილი არიან.

"დღეს ვისაც არ უნდა საქართველოში მშვიდობა და 2 წელზე მეტია ეს გრძელდება, არ მინდა დავუძახო მათ რუსული პროექტი. იქნებ ქართველობამ გაიღვიძოს მათში და რატომ არ უყვართ საკუთარი ქვეყანა ასე, აი რუსული მხარე მანდ ეძებეთ. რუსული მხარე და ევროპის მოწინააღმდეგეები მანდ ეძებეთ, ოპოზიციას ვგულისხმობ. „სირცხვილიაში“ მაქარაშვილია საქართველოში თავდადებული ბიჭი? თუ დიღმელაშვილი? გადაშალეთ რუსეთთან, „ეფესბეს“ მილიარდერთან მათი ურთიერთობები“. - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100